საქართველოს მთიანეთის დემოგრაფიული გამოწვევები

  • Nana Akhalaia ეკონომიკის დოქტორი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ., №53, 1400, საქართველო http://orcid.org/0000-0002-9372-0562
Palabras clave: მაღალმთიანეთი, დემოგრაფია, გამოწვევა, მიმზიდველობა, დეპოპულაცია

Resumen

მთები და მთიანი რეგიონები დღეს საქართველოსათვის მეტად მტკივნეულ და მოუგვარებელ პრობლემას წარმოადგენს. მთა იყო და არის ყველა იმ სასიცოცხლო პროდუქტის მომწოდებელი, რომელიც ასე საჭიროა ადამიანებისათვის. ჩვენი მთები ხომ საქართველოს ერთგული მესაზღვრეები არიან. ყველა მაღალმთიან რეგიონს აქვს საკუთარი თვითმყოფადობა, სპეციფიკა, სიძლიერე და საკუთარი სისუსტეები. XXI საუკუნეში მოხდა მთიანეთის მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, რომლის  მთავარი მიზეზი შობადობის ტემპის საგრძნობი დაცემა და მიგრაციაა.  მაღალმთიან დასახლებებში ეკონომიკური პრობლემების გამო ახალგაზრდები სოფლებში ვეღარ ჩერდებიან და სამუშაოს საძიებლად დიდ ქალაქებში მიდიან. საქართველოს მთიანეთის დემოგრაფიული ცვლილება შეიძლება განვიხილოთ, როგორც გამოწვევა მთიანი ტერიტორიებისთვის და არა მხოლოდ, როგორც პრობლემა. სტატიაში განხილულია საქართველოს მაღალმთინი რეგიონების დემოგრაფიული ვითარება. შემოთავაზებულია მაღალმთიანი რეგიონების დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების გზები და განხილულია ახალგაზრდებისათვის მთიანი ტერიტორიების მიმზიდველობის საკითხები.  

Publicado
2021-12-11
Sección
Articles