მობილური ოპერატორების ბაზრის განვითარების თავისებურებები საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე

  • Lali Osadze ეკონომიკის დოქტორი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქ.გორი, ჭავჭავაძის ქ., №53, 1400, საქართველო http://orcid.org/0000-0003-1394-3633
  • Maka Sosanidze ეკონომიკის დოქტორი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქ.გორი, ჭავჭავაძის ქ., №53, 1400, საქართველო http://orcid.org/0000-0002-1572-1471
  • Sophio Tsetskhladze კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი, ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა N73,0141, საქართველო http://orcid.org/0000-0003-0159-9329
Palabras clave: მობილური ოპერატორების ბაზარი, მარკეტინგის სტრატეგია, 4P, კომუნიკაციის კომისია, MVNO.

Resumen

მობილური ტელეფონი ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი მობილურით სარგებლობს. მობილური ტელეფონი ამარტივებს და შესაძლებელს ხდის კავშირს შორ მანძილებზე. იმისათვის, რომ კომპანიამ მიაღწიოს დასახულ მიზნებს და მოიპოვოს წარმატება, აუცილებელია, რომ მან  შეიმუშაოს ისეთი მარკეტინგული ღონისძიებების კომპლექსი(4 P: პროდუქტი,  ფასი,  განაწილება  და სტიმულირება), რომელიც ხელს შეუწყობს მისი ძლიერი მხარეების წარმოჩენას და მიმზიდველს გახდის მომხმარებლისთვის.  

საქართველოს მობილური ტელეკომუნიკაციების ბაზარი სამი ძირითადი მოთამაშისაგან შედგება: მაგთიკომი, სილქნეტი/ჯეოსელი და ვიონი(ბილაინი). 

მობილური აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის ბოლოს 5.1 მლნ შეადგინა. აბონენტების რაოდენობა კომპანიების მიხედვით ასე გადანაწილდა: მაგთიკომი – 41%,  სილქნეტი - 33%,  ხოლო ბილაინი – 26%.    

კომუნიკაციების კომისიის  ანგარიშების ს მიხედვით,   გამოვლინდა, რომ „მაგთიკომის“ და „სილქნეტის“ მობილური  კომბინირებული მომსახურებების ფასი, ევროპის წამყვანი ქვეყნების ოპერატორების ფასებთან შედარებით, საშუალოზე მაღალია.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბაზარზე არსებობს შედარებით დაბალ ფასიანი შეთავაზებებიც, რომელსაც მომხმარებელს კომპანია „ბილაინი“ სთავაზობს. ამის მიუხედავად, ბაზრის არსებითი წილი - 70% და მეტი, მაინც მაღალ - ფასიანი მომსახურებების მქონე ოპერატორებს - „მაგთიკომს“ და „სილქნეტს“ უკავია.  

ბოლო დროს, მნიშვნელოვნად იზრდება მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა. ამას,  თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასა და სხვა  მნიშვნელოვან ფაქტორებთან  ერთად,  ხელი შეუწყო, კორონა ვირუსის პანდემიამ.  კომუნიკაციების კომისიის ანგარიშში აღნიშნულია, Visual Capitalist-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 1 გბ ინტერნეტის ფასის მიხედვით,  მსოფლიო რეიტინგში, საქართველოს 155 ქვეყანას შორის 31-ე ადგილი უკავია.

კვლევების  მიხედვით, საქართველოში, ფასები მობილური კომბინირებული მომსახურების პაკეტებზე საშუალოზე მაღალია. ამ საკითხის გადაჭრა, შესაძლებელია საცალო სატარიფო რეგულაციით, ან  ბაზრის გახსნით  და მაღალი კონკურენციით. სწორედ ამას ემსახურება კომუნიკაციების კომისიის მიერ MVNO -ს დაშვების გადაწყვეტილება.  არსებული პროგნოზებით, 2022 წლისთვის MVNO-ების რაოდენობა მსოფლიოში  18%-ით გაიზრდება და 260 მილიონიან სააბონენტო ბაზას მიაღწევს. 2025 წლისთვის კი შემოსავლები წლიურად საშუალოდ 7.3% გაიზრდება და 89,9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.  

ჩატარებული კვლევების ანალიზის შედეგად,  ირკვევა, რომ საქართველოს შედარებით საშუალო და მაღალშემოსავლიანი (1000 ლარი და მეტი) მოსახლეობა ირჩევს კომპანია ,,მაგთის“, ან ,,ჯეოსელის“ მომსახურებას. შედარებით დაბალშემოსავლიანი (500 ლარამდე) მოსახლეობა ირჩევს ,,ბილაინს“, ან ,,ბილაინთან ერთად, სხვა ოპერატორსაც.

საქართველოს მობილური ოპერატორების ბაზარი არ არის კონკურენტუნარიანი. საჭიროა ევროპის მარეგულირებლების გამოცდილების გათვალისწინება ბაზრის ლიბერალიზაციის მიზნით.

Publicado
2021-12-11
Sección
Articles