ბიზნესთან დაკავშირებული აბრევიატურებისა და აკრონიმების კლასიფიკაციის პრობლემატიკა

  • David Tchiotashvili ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ., №53, 1400, საქართველო http://orcid.org/0000-0002-2500-6252
  • Manana Garibashvili მანანა ღარიბაშვილი პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქ. თელავი, ვაჟა-ფშაველას 1 ქ., №21, 2200, საქართველო http://orcid.org/0000-0002-5118-3690
  • Nunu Geldiashvili ფილოლოგიის დოქტორი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქ. თელავი, ი.ჭავავაძის გამზირი II, 2200, საქართველო http://orcid.org/0000-0001-6846-7924
Palabras clave: აბრევიატურა, აკრონომი, შემოკლება, ინიციალური აბრევიატურა, ბიზნეს ინგლისური.

Resumen

XXI საუკუნე გლობალიზაციისა და ცივილიზაციის ეპოქაა. ეკონომიკური, სოციალური და ტექნოლოგიური ტენდენციები სწრაფად ვითარდება. ამ ფაქტების გათვალისწინებით, ყველა ენას შესწევს ძალა მარტივად შეიტანოს გარკვეული ცვლილებები საკუთარ ლექსიკურ ფონდში, რაც იმის მანიშნებელია, რომ თითოეულ ენის  მატარებელს, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, შეუძლია ახალი სიტყვების მიღება სხვა ენ(ებ)იდან, არსებული სიტყვების ახალი მნიშვნელობების შეძენა (გაფართოება/დავიწროება) ან შექმნა და, შესაბამისად, მათი ადეკვატური გამოყენება გარკვეულ სიტუაციებში.

ინგლისურ ლექსიკაზე ბოლოდროინდელმა დაკვირვებამ ცხადყო, რომ ბიზნეს-ეკონომიკური და სოციალური ტენდენციების სწრაფი განვითარების გამო გაჩნდა მრავალი აბრევიატურა და აკრონიმი, რაც, თავის ხმრივ, იწვევს ინგლისური ლექსიკის გამდიდრებას. ენობრივი თვალსაზრისით, უაღრესად საინტერესოა აბრევიატურებისა და აკრონიმების სტრუქტურული ანალიზი და კლასიფიკაცია.

 ნაშრომის  ავტორები იზიარებენ აბრევიატურების დაყოფის შემდეგ იდეას: 1) საწყისი ასოებისგან შემდგარი აბრევიატურები (Initial Abbreviations)  და 2) შემოკლების გზით მიღებული აბრევიატურები (Shortening Abbreviations). ანალიზმა აჩვენა, რომ კვლევის პროცესში მოძიებული მაგალითების უმრავლესობა მიეკუთვნება აბრევიატურებს, ხოლო ბიზნეს/ეკონომიკურ აკრონიმების სია შედარებით მცირეა.

კვლევაზე დაყრდნობით, შემუშავდა სხვადასხვა ტიპის ქვეკატეგორიზაცია კომპონენტზე დაფუძნებული კონსტრუქციების, განმარტებების, სხვადასხვა სიმბოლოებისა თუ რიცხვების აბრევიატურაში გამოყენების, აგრეთვე, სიტყვების შიგნით შემოკლებულ პოზიციასთან მიმართებაში, რაც დეტალურად არის ასახული ნაშრომში.

Publicado
2021-12-11
Sección
Articles