საქართველოს საჯარო ფინანსების მართვის პრობლემები COVID-19-ის პირობებში

  • Tea Khorguashvili ეკონომიკის დოქტორი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ., №53, 1400 http://orcid.org/0000-0002-6119-1635
  • Natia Khorguashvili ეკონომიკის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თბილისი, გურამიშვილის გამზ. 76, 0141, საქართველო http://orcid.org/0000-0002-7932-4678
Palabras clave: ფინანსური რესურსები, ფისკალური პოლიტიკა, საჯარო ფინანსები, ხარჯვითი პოლიტიკა.

Resumen

 მსოფლიო ისე არაფერმა აზარალა როგორც 2019 წელს გავრცელებულმა პანდემიამ. COVID-19-ის გავლენა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე შეუფასებელია და ალბათ წლებია საჭირო იმ ნეგატიური გავლენის აღსადგენად, რაც გამოიწვია პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა. კვლევის მიზანია  COVID-19 - ის პირობებში საჯარო ფინანსების მართვის სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მათი დაძლევის გზების მოძიება, სოციალურ და ეკონომიკური  პრობლემებისითვის პრიორიტეტის მინიჭებით. ეკონომიკური ზარალი განსაკუთრებით დიდია იმ ქვეყნებისათვის , რომელთა შემოსავალი ტურიზმზეა დამოკიდებული. არსებული ვითარებიდან გამომდინარე COVID-19-ის მართვისა და გავრცელების შესაკავებლად ღონისძიებები სავარაუდოდ გაგრძელდება, ასევე არ არსებობს ეკონომიკის აღდგენის მოლოდინების გეგმა, ხელისუფლება კი ცდილობს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში იმოქმედოს დროულად.

Publicado
2021-12-11
Sección
Articles