გორის ტურისტული შესაძლებლობები მდგრადი ზრდისთვის და თანამედროვე გამოწვევები

  • Maia Azmaiparashvili ეკოლოგიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ., No53,1400, საქართველო http://orcid.org/0000-0002-7868-5463
Palabras clave: მდგრადი განვითარება; პრიორიტეტები; გლობალური; ტურიზმი;

Resumen

მდგრადი განვითარების კონცეფციის თითქმის ყველა კომპონენტის გათვალისწინებით დღეს ტურიზმის სფეროში მნიშვნელოვანი გამოწვევებია. ნაკლები ყურადღება ეთმობა რეგიონული ტურისტული დესტინაციებს, კერძოდ მისი მდგრადობის პრობლემებს. ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითადი მიმართულებას წარმოადგენს რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის ეფექტური გამოყენება, კონკურენტუნარიანი განვითარების პირობების შექმნა და მდგრადი განვითარების მიღწევა. საქართველოს სტრატეგიული მიზანია ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია, მნიშვნელოვანია ქვეყანა გახდეს მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ტურისტული დანიშნულების ადგილი ევროპული ტურიზმისათვის. ისევე, როგორც ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების დანახარჯები დადებითად აისახოს საქართველოს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაზე. ადგილობრივი ეკონომიკური ინსტრუმენტების დაგეგმვა პანდემიის შემდგომ პერიოდში დღის წესრიგში აყენებს ტურიზმის განვითარების რესურსების ჰარმონიზებულ გამოყენებას, მისი მახასიათებლების შესწავლას, ტურისტული კომპლექსის მდგრადობის საკითხების წინ წამოწევას. ნაშრომში შევეცადეთ შეგვეფასებინა გორის ტურისტული კომპლექსის შესაძლებლობები, რამდენად თავსებადია მიმდინარე რეფორმები, ტურზმის მდგრადობის პრინციპებთან მიმართებით. იდენტიფიცირდა გამოწვევები, რომელიც ეხება ქალაქის სიცოცხლისუნარიანობას, ეკონომიკურ განვითარებას. გავაანაალიზეთ მიღწეული პროგრესი, ევროკავშირის მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტის „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი ზრდისთვის" შედეგები. ასევე,  ადგილობრივ დონეზე გაზომვადი სტატისტიკური მონაცემებით წარმოდგენილი ფაქტობრივი შედეგები, რომელიც მეტყველებს ვიზიტორთა რაოდენობაზე, ტურისტული ჩამოსვლის მაჩვენებლებზე, ტურისტთა განწყობა დანიშნულების ადგილზე, როგორია მათი ვიზიტი ერთდღიან ვიზიტორები თუ ტურისტული ვიზიტები, ტურისტების მხრიდან ლატენტური მოთხოვნა ტურისტულ პროდუქტზე და მიწოდების პრობლემები. კვლევის შდეგად გამოვლინდა ტურისტულ კომპლექსში სხვადასხვა პრობლემები მდგრადი და ხარისხზე ორიენტირებული ტურიზმის განსავითრებასთან დაკავშირებით და ჩამოყალიბდა  რეკომენდაციები.  ნაშრომის მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს თვისებრივი კვლევის მეთოდები, თვისებრივი ტექსტური ინფორმაციის ანალიზი, სამეცნიერო ხასიათის თეორიული მასალის დამუშავება ლოგიკური, ეკონომიკური ანალიზი - რაც გულისხმობს ერთის მხრივ ღია წყაროებში წარმოდგენილი ანალიტიკური მასალის დამუშავებას, მეორე მხრივ ტურიზმის განვითარების რესურსების კომპლექსურ შეფასებას  და სტატისტიკურ ანალიზს.

 

საკვანძო სიტყვები:  მდგრადი განვითარება; პრიორიტეტები; გლობალური; ტურიზმი;

Publicado
2022-12-18
Sección
Articles