აგროსასურსათო წარმოების განვითარების შესაძლებლობები პოსტპანდემიურ პირობებში

  • Tamar Lazariashvili ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ქ.თბილისი, მოსკოვის გამზირი, 037 http://orcid.org/0000-0001-7500-7969

Resumen

გლობალიზაციის პირობებში აგროსასურსათო წარმოების ზრდის პოტენციური შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენება  სასურსათო უსაფრთხოების  გადაჭრის აუცილებელი გზაა. სტატიაში გაანალიზებულია  ქართული  აგროსასურსათო  პროდუქტების  წარმოების ტენდენციები პანდემიის პირობებში, გამოვლენილია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშემშლელი ფაქტორები, შესწავლილია ქართული აგროსასურსათო პროდუქტების  საექსპორტო პოტენციალი, ნაჩვენებია მისი დივერსიფიკაციის შესაძლებლობები.  ნაშრომში შეფასებულია  სახელმწიფოს როლი  ქართული აგროსასურსათო პროდუქტების   წარმოების ზრდაში,    შესაბამისი მეთოდების გამოყენებით გამოვლენილია  აგრარული პროდუქტების წარმოების  ზრდის სტილუმირების ბერკეტები.

 ბოლო წლებში საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებასა და დივერსიფიკაციაში,  მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროა საექსპორტო პორტფელის მკვეთრი გაფართოება, რათა გაგრძელდეს ეკონომიკური ზრდა და შემცირდეს სასურსათო პროდუქტების უარყოფითი სავაჭრო სალდო. ამისათვის კი აუცილებელია იმ  პრობლემების შესწავლა, რაც ქვეყნის ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს. ამ მხრივ აღსანიშნავია აგროსასურსათო წარმოების შესაძლებლობების გამოვლენა. ამ სფეროში პრობლემად მიიჩნევა წარმოების მცირე მასშტაბები, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს კონკურენტულ უპირატესობას. ასევე  შესამუშავებელია  ეკონომიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული მექანიზმები ქართული აგროსასურსათო პროდუქტების წარმოების სტიმულირების მიზნით. აუცილებელია  ადგილობრივი  წარმოების  ყველაზე სწრაფმოქმედი და ეფექტიანი მეთოდების გამოყენების გზების ძიება.

ნაშრომში  გაკეთებულია დასკვნები  აგროსასურსათო წარმოების ტენდენციებისა და  განვითარების შესახებ,   შემოთავაზებულია რეკომენდაციები პოსტპანდემიურ პერიოდში აგრარული წარმოების პოტენციური შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენების გზებზე. 

   საძიებო სიტყვები: აგროსასურსათო წარმოება,  წარმოების პოტენციალი,  სოფლის მეურნეობა,  საექსპორტო  პოტენციალი, პოსტპანდემიური განვითარება.

Publicado
2022-12-29
Sección
Articles