სანქციონომიკა და მსოფლიო ეკონომიკის არქიტექტურის ცვლილების ძირითადი მიმართულებები კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში

  • Vladimer Papava აკადემიკოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი http://orcid.org/0000-0001-7835-662X

Resumen

სტატიაში განხილულია ის ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც უშუალოდაა დაკავშირშირებული რუსეთის მიერ უკრაინაში ომთან და რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ მიღებულ ეკონომიკურ სანქციებთან. დასაბუთებულია, სანქცინომიკის, როგორც ეკონომიკური მეცნიერების იმ სფეროს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომელიც ეკონომიკური სანქციების ეფექტიანობის საკითხებს შეიწავლის. ეკონომიკური სანქციები განაპირობებენ მსოფლიო ეკონომიკის არქიტექტურის ცვლიებებს, რომელიც ძირითადად ემსაგვსება საბჭოთა კავშირის დროინდელი „ცივი ომის“ პირობებში ჩამოყალიბებულს. მსოფლიოს ქვეყნები ექცევიან იმ ქვეყნების ჯგუფში, რომლებიც იღებენ სრულმასშტაბიან სანქციებს (მაგალითად, აშშ და დიდი ბრიტანეთი და სახვ.), ან ექვემდებარებიან სანქციებს (რუსეთი და ბელარუსი), ან თუნდაც ნაწილობრივ მაინც არ იზიარებენ სანქციებს (ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, ჩინეთი, ინდოეთი და სხვ.). ნაჩვენებია, რომ COVID-19-ის პანდემიის დროს გლობალიზაციის პროცესი იყო ტურბულენტურ მდგომარეობაში, ხოლო რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულმა სანქციებმა მსოფლიო ეკონომიკაში გააძლიერა ფრაგმენტაციულობა და, აქედან გამომდინარე, შესძინა კონფრონტაციული ხასიათი. ფაქტობრივად, სახეზეა კონფრონტაციული გლობალიზაცია. მსოფლიო ეკონომიკის არქიტექტურის საბოლოო სახე უშუალოდაა დაკავშირებული იმასთან, თუ როდის და როგორი პირობებით გახდება შესაძლებელი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება. აშკარაა, რომ მსოფლიო ეკონომიკა პრაქტიკულად ვერ შეძლებს დაუბრუნდეს იმ არქიტექტურას, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომამდე ჩამოყალიბდა.

 

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური სანქციები, სანქციონომიკა, ინფლაცია, მსოფლიო ეკონომიკის არქიტექტურა, ტურბულენტური გლობალიზაცია, კონფრონტაციული გლობალიზაცია.

JEL Classification: A00, F38. F51, F52, F63, F65

Publicado
2022-12-29
Sección
Articles