ადამიანისეული კაპიტალის როლი ინოვაციური აქტივობის დეტერმინანტების ფორმირებაში
Resumen
თანამედროვე სამყარო უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. პანდემიით გამოწვეული ნეგატიური გავლენებს დაემატა რუსეთ-უკრაინის ომის გამო წარმოქმნილი ჰუმანიტარული, ეკონომიკური, ლოჯისტიკური და სხვა სახის პრობლემები, რომლებმაც გლობალური ხასიათი მიიღო და მეტ-ნაკლები სიმწვავით შეეხო მსოფლიოს ყველა ქვეყანას. ამ რეალობაში, ცხსადია ყველა ქვეყნისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია შეინარჩუნოს განვითარების ტემპები, იზრუნოს მაკროეკონომიკურ გარემოზე. ოცდამეერთე საუკუნეში სწორედ ინოვაციური განვითარება ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ოპტიმალურ გზად, ამიტომ არსებითია ქვეყნის ინოვაციური აქტივობის შეფასება და ზრდის უზრუნველყოფა.
აღნიშნული საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ნაშრომში გადმოცემულია ინოვაციური აქტიურობის მაკროდეტერმინანტების ანალიზი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ადამიანისეული კაპიტალის წვლილზე ქვეყნის ინოვაციური აქტიურობის შეფასებისათვის გაანგარიშებულ მაკროდეტერმინანტებზე. კვლევაში ასევე მოცემულია საქართველოს აღნიშნული ინდექსებისა და მახასიათებლების დინამიკის ანალიზი.
საკვანძო სიტყვები: ინოვაციური აქტივობა, ადამიანისეული კაპიტალი, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი, ადამიანისეული კაპიტალის ინდექსი

