კრიზისის მართვის მონეტარული მექანიზმების თანამედროვე პრიორიტეტები
Resumen
თანამედროვე ანტიკრიზისული სტრატეგია მნიშვნელოვანი თავისებურებებით ხასიათდება. შეუძლებელი ხდება კრიზისის მართვის ერთიანი უნიფიცირებული მოდელის შემუშავება, იზრდება არაეკონომიკური ხასიათის კრიზისწარმომქმნელი ფაქტორების როლი, რთულდება კრიზისის შედეგების და, შესაბამისად, ანტიკრიზისული სტრატეგიის ეფექტის სწორი პროგნოზირება. ქვეყნების ეკონომიკის პოსტკრიზისული რეაბილიტაციის წარმატება მნიშვნელოვნად ხდება დამოკიდებული არა მხოლოდ საკუთარი გეგმის ეფექტურ რეალიზაციაზე, არამედ, ზოგადად, გლობალური ეკონომიკის სპეციფიკაზე, მსოფლიო ბაზრების მიერ კრიზისის უარყოფითი შედეგების დაძლევის უნარზე.
პრობლემების გლობალური ხასიათი ახალი მიმართულების მეცნიერულ კვლევებს და მათ კოორდინაციას მოითხოვს, პრიორიტეტად კომპლექსური ანტიკრიზისული სტრატეგიების და სახელმწიფო პოსტკრიზისული პლატფორმების შემუშავება განისაზღვრა. ანტიკრიზისულ სტრატეგიაში ყველაზე ქმედითი კომპონენტი ეკონომიკის მართვის მონეტარული ინსტრუმენტები გახდა, ეკონომიკის წარმატებული ფუქციონირების განმსაზღვრელ ფაქტორად გაცვლითი კურსის, საპროცენტო განაკვეთის და ინფლაციური პროცესების რეგულირება იქცა.
ნაშრომში განხილულია ინტეგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვის ფინანსური სტრატეგიები, გაანალიზებულია ხელისუფლების მონეტარული მექანიზმების გავლენა სოციალურ-ეკონომიკური სისტემის სტაბილურ ფუნქციონირებაზე, განხილულია ანტიკრიზისული პოლიტიკის მონეტარული სტრატეგიები, მისი საპროგნოზო შედეგები და ფინანსური სტაბილიზაციის გეგმები. სტატიაში მოცემულია საქართველოს ეროვნული ბანკის თანამედროვე მონეტარული სტრატეგია და ძირითადი პრიორიტეტები. გაანალიზებულია ანტიკრიზისული სავალუტო ინსტრუმენტები და მათი გამოყენების მექანიზმები საქართველოში.
საძიებო სიტყვები: მსოფლიო ბაზრების დაბალანსებული განვითარება; ეკონომიკური რყევების პროგნოზირება; კრიზისების პრევენციის ფინანსური მექანიზმები; მონეტარული პოლიტიკა; ფინანსური სტაბილიზაციის სტრატეგიები.

