საქართველო-უკრაინის სავაჭრო ურთიერთობები უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების შემდეგ

  • Khatuna Tabagari ეკონომიკის დოქტორი ასისტენტ-პროფესორი გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი http://orcid.org/0000-0003-0415-5205

Resumen

მსოფლიოს მნიშვნელოვანი ქვეყნების საერთაშორისო პოლიტიკური ურთიერთობა გავლენას ახდენს მრავალი სახელმწიფოს განვითარებაზე. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, რამაც მნიშვნელოვანი დანაკარგი და ზარალი მიაყენა ორივე ქვეყანას, და, ზოგადად, მსოფლიოს. საქართველოს გააჩნია სავაჭრო ურთიერთობა  რუსეთთანაც და უკრაინასთანაც.  მაგრამ ომის დაწყების შემდეგ, რა თქმა უნდა, საქართველო, სხვა ქვეყნების მსგავსად, ვეღარ ახორციელებს უკრაინასთან საქონლის ექსპორტსა და იმპორტს იმ ოდენობით, რა რაოდენობითაც ხორციელდებოდა წინა წელს.

ნაშრომში გამოყენებულია სხვადასხვა წყარო, კვლევის მეთოდი, როგორებიცაა რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზი, შედარებითი ანალიზი. დეტალურადაა შესწავლილი იმ საქონლის ექსპორტისა და იმპორტის ანალიზი, რომელსაც საქართველო ახორციელებდა უკრაინისა და რუსეთის ომის დაწყებამდე და მის შემდეგ. გარკვეული გაანგარიშებებით თვალნათელია ომის უარყოფითი გავლენა საქართველოსა და უკრაინის სავაჭრო შედეგებზე.

წინამდებარე ნაშრომის მიზანია წარმოაჩინოს საქართველო-უკრაინის სავაჭრო ურთიერთობის ისტორია წლების მიხედვით, განმარტოს საქართველო რა ძირითადი საქონლით ვაჭრობდა მასთან, რა რაოდენობით და ახლა რამდენადაა შესაძლებელი აღნიშნული პროდუქციის სხვა ქვეყნიდან იმპორტის ან ექსპორტის განხორციელება. ვინაიდან საერთაშორის ეკონომიკა, ვაჭრობის დადებითი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყნებმა იმ საქონლით, ნელეულითა თუ პროდუქციით უნდა ივაჭრაონ, რომელთა წარმოებაშიც მათ გააჩნიათ შედარებითი უპირატესობა.

კვლევის პროცესში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ნედლეული და საქონლის იმპორტის ის დანაკლისები, რაც ომის დაწყების შემდეგ სტატისტიკურმა მონაცემებმა გვიჩვენა. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს სხვა ქვეყნებიდათანაც კი შეუძლია მათი შემოტანა, თუმცა ეს გარკვეულ დროს, ანალიზს და ბაზრის შესწავლას საჭიროებს იმპორტიორების მხრიდან. ნაშრომში, ასევე, მიმოხილულია პოლიტიკური გადაწყვეტილებების გავლენა საქართველოსა და უკრაინის ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ნაშრომის ბოლოს მოცემულია დასკვნა.

 

საკვანძო სიტყვები: საქართველო, უკრაინა-რუსეთის ომი, საგარეო ვაჭრობა, ექსპორტი, იმპორტი.

Publicado
2022-12-29
Sección
Articles