ევროკავშირი საქართველოსთვის: ENPARD-ის როლი აგროსექტორის განვითარებაში
Resumen
საქართველოში სოფლის მეურნეობის მდიდარი ტრადიციები ქვეყნის ისტორიის, ცნობიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. ის საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს სახელმწიფოს ეკონომიკურ სიძლიერეში.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ჩვენი ქვეყანა ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. საჭიროა ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა, კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება. თანამედროვე ეტაპზე აგროსასურსათო სექტორის წინაშე მდგომ უმნიშვნელოვანეს ამოცანას სოფლისა და სოფლის მეურნეობის მაღალი ტექნოლოგიების საფუძველზე განვითარება წარმოადგენს, რაც უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანობის მიღწევას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
ევროკავშირი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში (ENPARD) ხელს უწყობს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას, სასურსათო უსაფრთხოებას, მდგრად წარმოებასა და დასაქმების ზრდას.
საკვანძო სიტყვები: აგროსექტორი, აგრარული პოლიტიკა, ENPARD-ი საქართველოში.

