პოტენციალური მონაწილენი პირისპირ კურსდამთავრებულების დასაქმებისათვის: რას ფიქრობენ ისინი და რას ვერ არეგულირებენ?
Resumen
კვლევითი სამუშაო დაფნებულია აკადემიური პერსონალსა, კურსდამთავრებულებსა და დამსაქმებლებს შორის ურთირთქმედებების დამოკიდებულებებზე თითოელი მათგანის ხედვის გათვალისწინებით კურსდამთავრებულების დასაქმებასთან მიმართებაში. შესწავლილია და გაანალიზებულია ძირითადი ასპექტები კურსდამთავრებულებისათვის იმ უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად, რომლებიც შესაბამისობაშია კონკურენტუნარინი შრომის ბაზრის მოთხოვნებთან და განხილულია უმაღლეს განათლებაში ახალი მიმართულებების ძიება, რაც უზრუნველყოფს კურსდამთავრებულებისათვის აუცილებელი უნარების ფორმირებას მათი სამომავალო კარიერისა, და კონკურენტუნარინი შრომის ბაზრზე კანდიდატის სტატუსს.
შემოთავაზებულია:
- ძირითადი მიდგომების კლასიფიკაცია სასწავლო პროცესის მოდელირებისათვის კვლევის სწავლების ჩართულობით;
- დარგის სპეციალიზაციის გათვალისწინებით ცოდნისა და კვლევის კომპონენტების ინტეგრირება;
- კურსდამთავრებულებისათვის დასაქმების უნარების განვითარება შრომის ბაზრის სამომავლო მოთხოვნების გათვალაისწინებით;
- დასაქმებისათვის უნარების განვითარების გათვალისწინება მოთხოვნა -მიწოდების ჩარჩოებში უმაღლესი განათლების ორგანიზაციებსა და დამსაქმებლებს შორის
კვლევის შედეგის ცენტრალური ელემენტი წარმოდგენილია ინოვაციური მიდგომით - სასწავლო პროგრამებში ცვლილების შეტანა კვლევის კომპონენტების პრაქტიკაში სწავლების უშუალო ჩართულობით სპეციალიზაციის საგნებში, რაც საშუალებას მისცემს უმაღლესი განათლების ორგანიზაციების რეაგირებას კვალიფიცირებული კურსდამთავრებულების დეფიციტსა და კონკურენტუნარიანი შრომის ბაზრის გაზრდილ მოთხოვნებზე.
საკვანძო სიტყვები: დასაქმების უნარები, კურსდამთავრებულები და შრომის ბაზარი, კვლევის კომპონენტების სწავლება პრაქტიკაში, უმაღლესი განათლება და დამსაქმებლები.

