დასაქმების პრობლემები და მოსახლეობის მეწარმეობისადმი დამოკიდებულების ტენდენციები

( ქალაქ გორის და გორის მუნიციპალიტეტის მაგალითზე)

  • Lali Sreseli დოქტორანტი,მოწვეული სპეციალისტი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქ.გორი,ჭავჭავაძის ქ, N0 53,1400,საქართველო http://orcid.org/0009-0005-8663-2416

Resumen

დღეს საქართველოში უმთავრესი პრობლემის -    უმუშევრობის მაჩვენებელი მაღალია ქვეყნის ყველა რეგიონში, როგორც ქალაქად ,ისე სოფლად.     პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ცალკეული რეგიონებისა და ეკონომიკური საქმიანობის სფეროების მიხედვით.

          როგორც მთლიანად ქვეყანაში, ასევე რეგიონებში, დასაქმების სფეროში არსებული მძიმე მდგომარეობა საჭიროებს განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს შრომის ბაზრის ფუნქციონირების და ფორმირების რეგიონალურ თავისებურებებს.          ეკონომიკის განვითარებისათვის აუცილებელია თანამედროვე შრომის ბაზარზე შრომითი რესურსების მოთხოვნა-მიწოდების ადექვატურობის უზრუნველყოფა.

          დღეს სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა აქტიური ქმედება უმუშევრობის შესაჩერებლად. ეკონომიკური განვითარების დაჩქარება და ახალი სამუშაო ადგილების  მეტი რაოდენობით შექმნა სამეწარმეო საქმიანობის განვითარებით არის შესაძლებელი.

           საკვანძო სიტყვები:   დასაქმება, უმუშევრობა. მეწარმეობა, მცირე და საშუალო ბიზნესი უმუშევრობის დაძლევის გზები.                                                                             

Publicado
2023-12-29
Sección
Articles