ლარიზაციის ეკონომიკური ეფექტი და მისი გავლენა ფინანსურ სტაბილურობაზე საქართველოში

Resumen

ლარიზაცია წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს კონცეფციას, რომელიც გულისხმობს  ეკონომიკურ, ფინანსურ და სოციალური სპექტრის შექმნას, და დაფუძნებულია ტრადიციული ეკონომიკური ზრდის პრინციპებზე და საზოგადოების სოციალურ ინტერესებზე. გლობალიზაციის პირობებში, საქართველოში ბოლო ათწლეულებში მომხდარმა მნიშვნელოვანმა რეფორმებმა გამოიწვია ქვეყანის საგრძნობი ეკონომიკური წინსვლა, თუმცა ქვეყნისთვის ლარიზაციის პროცესი ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევების წინაშე დგას, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ გლობალურ დონეზე. 

ნაშრომში განხილულია საქართველოში ლარიზაციის ეკონომიკური ეფექტი და მისი გავლენა ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე და ძირითადი გამოწვევები, რომლებიც თანსდევს ამ პროცესს. ნაშრომის მიზანია მდგრადი ლარიზაციისკენ გადადგმული ეფექტური ნაბიჯების და ძირითადი პროცესების ანალიზი, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყნის ეფექტურ განვითარებას, ფინანსურ სტაბილურობას და სოციალურ ეფექტს.

 საკვანძო სიტყვები: ლარიზაცია; ლარიზაციის ეფექტი; ფინანსური სტაბილურობა; ეკონომიკური ეფექტი; სოციალური ეფექტი.

Publicado
2026-02-10
Sección
Articles