უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლების მარკეტინგ ტრენდი უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებსა და დამქირავებლებთან კონტექსტში ‘მოთხოვნა-მიწოდების’ ბაზაზე
Resumen
ინფორმაციული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების გავლენა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე (უსდ) აისახა მათ მარკეტინგულ ტენდენციაში, რომელიც უსდ-ებსა და დამსაქმებლებს შორის „მოთხოვნისა და მიწოდების“ პრინციპზე დაფუძნებულ თანამშრომლობაში ვლინდება. შესაბამისად, ნაშრომის მიზანია შეისწავლოს, თუ როგორ გარდაქმნიან უსდ-ები თავისი საქმიანობის ბიზნეს მოდელს მარკეტინგული სტრატეგიის მიხედვით, რომლის ტენდენცია მიზნობრივი სწავლებისა და კვლევის შედეგია. ამასთან, მნიშვნელოვანია უსდ-ების მარკეტინგული ტენდენციებისა და სტრატეგიების ამ კომპლექსური პრობლემის ანალიზი. ნაშრომის მიზანია:
- მარკეტინგული ტენდენციის „მოთხოვნა და მიწოდების“ დიზაინის იდეის შესწავლა;
- უსდ-ების ბიზნეს მოდელის ვარიანტების შესწავლა და ანალიზი;
- ცოდნის სამკუთხედის სინერგია კვლევასა და კვლევის პრაქტიკაში გააზრებასთან მიმართებაში;
- ყველაზე გავრცელებული პრობლემები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო უნივერსიტეტებისთვის;
- კვლევითი კომპონენტების ეფექტურად ჩართვა სპეციალიზაციის ძირითად დისციპლინებში;
- მასწავლებელთა მომზადება სწავლების გასაუმჯობესებლად კვლევისა და კვლევითი კომპონენტების ჩარჩოებში;
რეკომენდაციებისთვის საჭიროა შემდეგი მიდგომების გათვალისწინება:
- სწავლება-სწავლა-კვლევა-დასაქმების კავშირი კონკურენტული შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად;
- სპეციალიზაციის საგნობრივი სფეროსთვის „კვლევა პრაქტიკაში“ მოდულების მომზადება და მათი ჩართვა სპეციალობის ძირითად სტრატეგიულ მიზნებთან და ამოცანებთან მიმართებაში.
საკვანძო სიტყვები: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები თანამედროვე სიტუაციაში, მარკეტინგული ტენდენცია, მოთხოვნა და მიწოდება, დასაქმების პლატფორმის პოლიტიკა.

