IPSAS რეფორმა საჯარო სექტორში და დადებითი მხარეები
Resumen
დღეს მსოფლიოში არ არსებობს ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყანა, რომელსაც არ აქვს დანერგილი ელექტრონული საჯარო ფინანსების მართვის სისტემა, როგორიცაა სახელმწიფო ხაზინა. სახელმწიფო ხაზინა განვითარებულია აშშ-ში, გერმანიაში, ინგლისში, საფრანგეთში, ავსტრიაში, შვედეთში, ისრაელში, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში. ისტორიულად, ხაზინა, როგორც საშუალება და ბერკეტი ქვეყნის ფინანსური რესურსებისა და სხვა ქონების სახელმწიფოს ხელში დაგროვებისა და მათი ხარჯვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისთვის, წარმოიშვა და ფუნქციონირებდა შორეულ წარსულში ეგვიპტის, ბაბილონის, ძველი საბერძნეთისა და ძველი რომის სახელმწიფოებში. ის გავრცელდა შუა საუკუნეების ევროპაში, მაგრამ თავისი ფუნქციები და დანიშნულება შეიძინა მე-18 საუკუნის ბოლოდან და მე-19 საუკუნის დასაწყისიდან.
დაარსების დღიდან დღემდე, საქართველოს ხაზინაში არაერთი რეფორმა განხორციელდა. დაწყებული მრავალი საბანკო ანგარიშიდან და დამთავრებული ერთი ხაზინის ანგარიშით. 2007 წლის 2 აპრილიდან ხაზინის სამსახური ჩართულია საქართველოს ეროვნული ბანკის რეალურ დროში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემაში. ამრიგად, ხაზინის სამსახურის ელექტრონული მომსახურების სისტემამ მიიღო ის ფორმა, რომელიც დამახასიათებელია თანამედროვე ცივილიზებული ქვეყნის ხაზინის ელექტრონული მომსახურებისთვის. დღეს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხაზინა მოიცავს მთელ საჯარო სექტორს, სახელმწიფო ბიუჯეტს, ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალურ ორგანოებს, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და მათ ქვეშ შექმნილ ა(ა)იპ-ებს. და ბოლოს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოებს (სოე) ხაზინა ემსახურება.
საკვანძო სიტყვები: საჯარო ფინანსები, დარიცხვის მეთოდი, ფინანსური მართვა, რეფორმები

